მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, ომიკრონის ქვეტიპი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა სახიფათოა რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის, ახალი ქვეტიპის მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გადამდებობაა.

მედიკოსები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები