მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სოციალურზეც უარს მეუბნებიან, დასაქმებაზეც, ასე გამწირა ყველამ” – ტყიბულში მცხოვრები სამსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

“სოციალურზეც უარს მეუბნებიან, დასაქმებაზეც, ასე გამწირა ყველამ” – ტყიბულში მცხოვრები სამსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ტყიბულში, გაჭირვებაში მცხოვრები გოჩელაშვილების სამსულიანი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

დათო გოჩელაშვილის თქმით, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, მათ შორის არც სოციალური დახმარება, რომელსაც გაურკვეველი მიზეზით არ უნიშნავენ, თავად კი დასაქმების სურვილის მიუხედავად, ამ დრომდე სამსახურს ვერ შოულობს.

“სოციალურ სააგენტოში მითხრეს, 720000 ქულა გაქვსო, დასაქმებასთან დაკავშირებით მინდოდა განცხადების დაწერა და სოციალური თუ არ გექნება, ვერ დაგასაქმებთო. ჩემს სოფელში დაასაქმეს რამდენიმე ადამიანი, ზოგი დასუფთავებაზე, ზოგი ფაროსანის შეწამვლაზე და ზოგიც კიდევ რაზე ვინ იცის. მე კი ერთი 100 ლარი პენსია მაქვს და სულ ეს არის შემოსავალი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას მივწერე, სახლის ფოტოებიც გავუგზავნე, თუმცა არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. უმუშევარი ვარ, მაქვს 2 ჯგუფი, მხოლოდ 100-ლარიანი პენსია არაფერზე მყოფნის. სოჩხეთის გამგეობა და მერის ხალხი სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან, პლუს ამას დასაქმებაც, ჩემთვის კი არც სამსახურია და არც არც არაფერი, ცარიელ კედლებს მივჩერებივარ, ასე გამწირა ყველამ“, – განაცხადა დათო გოჩელაშვილმა “ინფო იმერეთთან“.

მისივე თქმით, სოციალურ დახმარებაზე განცხადება ბოლოს მაისში დაწერა, შეამოწმეს კიდეც, თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია.

„ტყიბულში იმას იტყვიან, რომ სოციალური პრობლემები მოგვარებულია და არავის უჭირსო, არადა ჩემნაირად კიდევ ბევრი ადამიანია გაჭირვებული და უყურადღებოდ მიტოვებული“, – აცხადებს გოჩელაშვილი.

კომენტარები