ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიტოვებულ სამუშაოებზე სიმინდი ამოვიდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან პერიმეტრი თვეების წინ გადათხარეს და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
“ყანა კი არა მუხა რომ ამოსულიყო, უკვე რკოები ექნებოდა მოსხმული. დაწყებული, გადათხრილი და მიტოვებული სამუშაოები ამათი ხელწერაა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები