ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ადგილობრივები ღობეებზე პურისთვის ჩანთებს და ფულს ტოვებენ.
პური სოფლებში მანქანებით მიაქვთ და ჩანთებში იმდენ პურს ტოვებენ, რა რაოდენობის თანხაც ხვდებათ.
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხიდან თეთრაწყარომდე ჩამოკიდებულ ჩანთებს შეხვდებით. არც მეტი არც ნაკლები, ამ ჩანთებში ფული დევს. თურმე რა ხდება. დილით კიცხიდან მომავალი პურის მანქანა ჩამოუვლის ამ ჩანთებს, ამოიღებენ თანხას, ჩააწყობენ შესაბამისი რაოდენობის პურს და ისევ ჩამოკიდებენ ….. მოიცლის გლეხი გამოვა და წაიღებს სახლში.
აბა მითხარით ახლა, პურის მიწოდების ასეთ პრაქტიკულ სერვისს სხვაგან სად მოიფიქრებდნენ თუ არა ხარაგაულში?!”- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი თეა ბერიძე.
კომენტარები