ქუთაისელი კერამიკოსი გოჩა არიშვილი საკუთარი საავტორო ფორმებით და კერამიკის დამუშავების თავისებური მიგნებებით გამოირჩევა.
მის სახელოსნოში არის ყველაფერი, რაც პირდაპირ კავშირშია ისტორიასთან, ბაგრატის ტაძრიდან აღებული ბაგრატ III-ის გორელიეფის ასლიდან დაწყებული, უმცირეს დეტალებამდე თვით, სამახსოვრო მისაკრავ მაგნიტებზე დატანილი ქართული ორნამენტებითა და ფორმებით დამთავრებული.
ეს პატარა და ძალიან უბრალო სახელოსნო სასურველი ადგილია ტურისტებისთვისაც, სადაც ისინი ყოველთვის პოულობენ მათთვის საინტერესო და სასურველ ნივთს და ფიგურას.
სახელოსნო ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა N19-ში მდებარეობს.
კომენტარები