მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავეს

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავეს

ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.

“ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ლ.ჯ., 2005 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.თ., 1985 წელს დაბადებული ნ.ს., 1971 წელს დაბადებული ა.გ., 2002 წელს დაბადებული მ.ჭ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებულები მ.მ., 1980 წელს დაბადებული მ.მ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული ზ.თ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1992 წელს დაბადებული გ. ს., 1969 წელს დაბადებული ე.დ. და 1976 წელს დაბადებული გ.ს.

სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს“, – განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები