ტყიბულის საკრებულოს 2 თანამშრომელი დაკავებული პოზიციიდან მათთვის გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საკრებულოს ხელმძღვანელობამ უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო.
“ლელო საქართველოში” განმარტავენ, რომ ძმები ბოჭორიშვილები სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ისინი ოპოზიციის ღია მხარდამჭერები იყვნენ. ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები ტყიბულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტში იყვნენ დასაქმებული.
ამის პარალელურად, მათი ოჯახები ჩართული იყვნენ პარტია “ლელოს” ადგილობრივ საქმიანობაშიც. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რეგიონებში ოპოზიციის მომხრეების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
კომენტარები