მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი და მეეზოვე ვალერი ფესტვენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ჩემი დღიური ხელფასი 18 ლარი და 30 თეთრია, სიგარეტი 6 ლარი, მგზავრობა 1 ლარი, მუშაობის დროს შესვენებაზე კვება 5 ლარი – სულ 12 ლარი, დანაზოგი 7 ლარი, ქორწილებში და დაბადების დღეებზე იშვიათად დავდივარ, დასასვენებლად ვერ დავდივარ, თეატრში და კინოში თვეში ერთხელ დავდივარ, ტანსაცმელს ძველმანებში ვყიდულობ წელიწადში ერთხელ, ვცდილობ თვეში ერთხელ ერთი წიგნი ვიყიდო, კლუბში და რესტორანში ვერ დავდივარ, პროდუქტს საბითუმო მაღაზიებში ვყიდულობ, პურს წინა დღისას ვყიდულობ 40 თეთრით ნაკლებია, გაზეთს არ ვყიდულობ, ახალ ამბებს ინტერნეტში ვეცნობი”, – წერს ფესტვენაძე.
კომენტარები