მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია

გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია.

ხევიდან ამოსვენებულია ტურისტის ცხედარიც, რომელიც პარაპლანით ფრენის დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები