2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის 7 – ქუთაისიდან.
5-დღიან საომარ მოქმედებებს სულ შეიარაღებული ძალების 200-მდე წარმომადგენელი და 224 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს.
დროშაა დაშვებული ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზეც.
კომენტარები