მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა, არც ამ და არც სხვა რომელიმე ომში”

“ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა, არც ამ და არც სხვა რომელიმე ომში”

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას – დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და იცხოვროს მშვიდობიანად, ეს არის, რასაც ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

“პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში.

ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა – იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში”,- განაცხადა ელჩმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.

კომენტარები