მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს შენობა წითელ ხიდთან ცოტა ხანში დაინგრევა, სირცხვილია ასე ექცეოდე კულტურულ მემკვიდრეობას”

“ეს შენობა წითელ ხიდთან ცოტა ხანში დაინგრევა, სირცხვილია ასე ექცეოდე კულტურულ მემკვიდრეობას”

ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ისტორიული შენობა ინგრევა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და ამბობს, რომ ქალაქის სირცხვილია, ასე ექცეოდე კულტურულ მემკვიდრეობას.

“ამ ქალაქში წესად იქცა და ვიცი არავის ეხება თურმე, მაგრამ მაინც მინდა გამოვთქვა წუხილი იმის გამო, რომ ეს შენობა წითელ ხიდთან ცოტა ხანში დაინგრევა. სახურავი უკვე აღარ არსებობს. კედლებიც ჩამონგრეულია. სირცხვილია ასე ექცეოდე კულტურულ მემკვიდრეობას”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

კომენტარები