მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულში მცხოვრები ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულში მცხოვრები ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილი 18 წლის ლიზი ხურცილავაა.

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდის ბაბუა გარდაიცვალა, თავად კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

“ლიზო ჩემო ციმციმა და კეთილო, უთბილესო, რატომ, შვილო, რატომ? დაგვტოვე ყველა შენ ხომ ეხლა გიხაროდა სიცოცხლე. ვაი შენს დედას შვილოოო. გული მეწვის. შენ ხომ ძალიან გიყვარდა ყველა და რიტა დეიდა. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ლამაზო”, – წერენ ახლობლები.

ლიზი ხურცილავამ ხარაგაულში საჯარო სკოლა წელს დაამთავრა.

კომენტარები