მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ზესტაფონში პოლიციელი დააკავეს

დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ზესტაფონში პოლიციელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.

სამართალდამცველი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები