მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ხელისუფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 6 861 კვ.მ. ტერიტორიის გაყიდვას აპირებს

ხელისუფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 6 861 კვ.მ. ტერიტორიის გაყიდვას აპირებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის მოსახლეობის ინფორმაციით, ხელისუფლება მიწის გასხვისებას აპირებს.

მათი თქმით, 6 ათას 861 კვ.მეტრი ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.

მიწის გასხვისების შესაჩერებლად მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ოპოზიციის განმარტებით, ადგილი “ცივწყალა” სარეკრეაციო ზონაა და მისი გასხვისება დაუშვებელია. ტერიტორიით სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ტურისტები.

კომენტარები