მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მძევლად აყვანილ პირებს სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს

ქუთაისში მძევლად აყვანილ პირებს სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს

იმერეთის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე დღის წინ ბანკში მძევლად მყოფი ადამიანების დაბარება ხდება. მათი უმეტესობა საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ხელს მოაწერენ გაუთქმელობის დოკუმენტს, რის შემდეგადაც მედიასთან ვეღარ ისაუბრებენ სპეცოპერაციაზე.

37 წლის გიგა ნარსია ქუთაისში 20 სექტემბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბანკზე თავდამსხმელი ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

კომენტარები