მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან?!

ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან?!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულების ხელფასები 20%-ით იზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

“თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 000 000 ლარი.

გახსოვთ, რომ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები, 2023 წლის იანვარში ასევე გაგრძელდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვყავით ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, პოლიციელებისთვის ქალაქის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ღარიბაშვილის თქმით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება.

კომენტარები