მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – რა ხდება ქუთაისში, განჯის ქუჩა #12-ში?

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – რა ხდება ქუთაისში, განჯის ქუჩა #12-ში?

ქუთაისში, განჯის ქუჩა #12 მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ქალაქის მერიამ აუქციონზე მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზო გასაყიდად გაიტანა. აღნიშნული ფართობის გაყიდვის შემთხვევაში მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსამდე თავისუფლად მისვლას ვეღარ შეძლებდა.

როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო”ინფო იმერეთს” ადგილზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, ქუთაისის მერია და ერთ-ერთი ბიზნესმენი შეთანხმებულად მოქმედებენ.

ადგილობრივების თქმით, ბიზნესმენს ადგილზე მიწის ნაკვეთის შეძენა მოსახლეობასთან ე.წ. სავაჭროდ სურდა.

განჯის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, მაგრამ ამ დროისთვის მათი მოთხოვნის საფუძველზე სამუშაოები შეჩერებულია, მისი გაგრძელების სანაცვლოდ კი ბიზნესმენი ნაყიდი ეზოს დათმობის ხარჯზე მოლაპარაკებებს გამართავდა.

აუქციონი ამ ეტაპზე გაუქმებულია, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მერია მათ ეზოს გასაყიდად კიდევ ერთხელ გაიტანს.

კომენტარები