სახალხო დამცველობის კანდიდატების პირველ ხუთეულში, რომელიც ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა, ქუთაისელი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” თანადამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე მესამე ადგილზეა.
ხუთეულში არიან – ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე და სერგო მახარაძე.
ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციის, სანდოობის, პროფესიონალიზმის, და ადამიანის უფლებების დაცვაში პრაქტიკული გამოცდილების ქონის კრიტერიუმებით შეაფასეს. შეფასება გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდა.
მომდევნო ეტაპი, პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ კანდიდატების დასახელებაა, რომელთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.
დეპუტატებმა კანდიდატები 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ.
სახალხო დამცველის არჩევისათვის 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
კომენტარები