მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 59 წლის მამაკაცი დააკავეს

იმერეთში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 59 წლის მამაკაცი დააკავეს

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები