მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ოცნების” დეპუტატი – მე მგონი, 2030-მდე მინიმუმ, ვიქნებით

“ოცნების” დეპუტატი – მე მგონი, 2030-მდე მინიმუმ, ვიქნებით

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საქართველოში სიღარიბის დონე შემცირებულია.

ზარქუას თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს შესაბამისი კომპეტენცია “ქართველ ხალხს კიდევ დიდხანს ემსახუროს”.

“2022 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელი, სტატისტიკური მონაცემებით, 36 პროცენტიდან საგრძნობლად არის კლება, ბუნებრივია, ბოლომდე ვერ…

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენცია, რომ კიდევ დიდხანს ვემსახუროთ ჩვენს ხალხს, მე თუ მკითხავთ, მე მგონი, 2030-მდე მინიმუმ, ვიქნებით“, – აცხადებს ზარქუა.

კომენტარები