მთავარიახალი ამბები

“გელათში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია, სრული პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება”

“გელათში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია, სრული პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება”

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საგანგაშო მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

პროფკავშირის თავმჯდომარის ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, აღნიშნულთა დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება.

“კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება ვინაიდან, მან განახორციელა ისეთი ქმედებები, რომელზეც უმაღლესი დონის ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ მათ ეს ნაბიჯები არ უნდა გადაედგათ, მათ მაინც გააკეთეს ეს, შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით, კედლის მხატვრობა გელათის მონასტერში არის კატასტროფული”, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

“ქართულმა ოცნებამ” ისტორიული მონასტრის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი განაცხადა, რომ რეაბილიტაცია დასრულებულია. წვიმის შემდეგ, გაირკვა, რომ მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები ჩამორეცხა.

კომენტარები