თბილისში, რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირი აქციას მართავს.
„გელათის სამონასტრო ანსამბლის ღირებულება და მნიშვნელობა ქართველი ერისთვის შეუფასებელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლი საქართველოს ძლიერების სიმბოლოა, რომელიც დავით აღმაშენებლის მმართველობის დროს აიგო, როგორც ქრისტიანული და ინტელექტუალური სავანე.
გელათი უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აყვავების ხანას, რომელსაც მიჰყავდა ინტელექტუალურ პრინციპებზე დამყარებული, პროგრესისა და განახლების იდეებით გამსჭვალული პოლიტიკური კურსი.
გელათის შენარჩუნება, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. დღეს, ეს მდიდარი ისტორიული წარსულისა და უმაღლესი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკიდურეს საფრთხეშია, რადგან კედლის მხატვრობის ნაწილს სამუდამო გაქრობა და ისტორიული ღირებულების დაკარგვა ემუქრება.
კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან უხეშად იქნა უკუგდებული ქართველი და უცხოელი მაღალი დონის სპეციელისტებისა და საქართველოს საპატრიარქოს არაერთგზის გაფრთხილება, რომ მათი (სამინისტროს) მხრიდან გადადგმული ნაბიჯები 2020-2021 წლებში გამოვლენილ უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები