ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში გზა ავარიული და საფრთხის შემცველია. ასევე არ არის მაღაზია, გარე განათება, აფთიაქი და ტრანსპორტი.
მოსახლეობის თქმით, ჩაბნელებულ უბნებში, სადაც უგზოობის გამო შებინდებისას მოსახლეობაც კი არ გადაადგილდება, არის ქურდობის შემთხვევებიც.
ადგილობრივების თქმით, ბზვანში არანაირად არ იგრძნობა, რომ 21-ე საუკუნეა.
მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
კომენტარები