მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას”

“იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა და მესამე პრეზიდენტის წერილი წაიკითხა.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, იქამდე იშიმშილებს, ვიდრე მისი სასამართლოზე დასწრება არ იქნება უზრუნველყოფილი.

“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები