მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ძვირფასო ევროპელებო, ნუ შეაძულებთ თავს ჩვენს ქვეყანას!” – მესხიშვილის თეატრის დირექტორი ევროპას

“ძვირფასო ევროპელებო, ნუ შეაძულებთ თავს ჩვენს ქვეყანას!” – მესხიშვილის თეატრის დირექტორი ევროპას

ცდილობთ არ გავხდეთ დამოუკიდებლები, ეკონომიურად ძლიერები, მეტად დემოკრატიულები, პირდაპირ გვიშლით ამაში ხელს, თქვენი გამოთქმებით და დამოკიდებულებით ჩვენს მიმართ, – ასე მიმართავს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ევროპას.

“ძვირფასო ევროპელებო, ესაა თქვენი ღირებულებები? თქვენ ხომ ეს ყველაფერი იცით?! მაგრამ მაინც იქცევით საწინააღმდეგოდ, რას ერჩით ჩემს ქვეყანას? რატომ ეწინააღდეგებით სამართალს?! თქვენ ხომ სამართალზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული კავშირი ხართ?! რატომ უბიძგებთ სხვას უსამარლობისკენ?! რამდენჯერ უნდა ინანოთ თქვენი შეცდომები?! რომელსაც შემდეგ უამრავი მსხვერპლი მოჰყვა?! (2008 წლის ომს ჩვენთან და უკრაინის დღევანდელობას ვგულისხმობ). ნუ შეაძულებთ თავს ჩვენს ქვეყანას! ნუთუ არავინაა ადაკვატური თქვენთან, რომ ამ ყველაფერს შეეწინაღმდეგოს?!

ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჩვენ ვართ ყველაფრით ევროპელები, მაგრამ თქვენ ყველანაირად ცდილობთ უარი ვთქვათ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომელითაც გვიზიდავს ევროპა და რომელსაც თქვენ თავად კარგავთ ნელ-ნელა, მაშ რა აზრი აქვს ამ ჩვენ ლტოლვას თქვენსკენ? თითქოს ვერ აგიტანიათ ის რომ სწორად ვვითარდებით! კანდიდატის წოდება თუკი ვინმეს ეკუთვნოდა დღეს რეგიონში, ჩვენ ვიყავით, ყველა კუთხით და ასპექტით, მაგრამ რაღაც დავალება გაქვთ, ან კომპრომიტირებულები ხართ და ცდილობთ არ გავხდეთ დამოუკიდებლები, ეკონომიურად ძლიერები, მეტად დემოკრატიულები, პირდაპირ გვიშლით ამაში ხელს, თქვენი გამოთქმებით და დამოკიდებულებით ჩვენს მიმართ!

გვასწავლით მორალს და თავად კარგავთ მას, იძლევით რჩევებს, რომელიც არანაირ მორალს არ ექვემდებარება და თავად გჭირდებათ რჩევები! მხარს უჭერთ იმ ძალას, რომლებმაც ყველა ის ღირებულება გათელეს და დაარღვიეს, რასაც თქვენ ქადაგებ(დი)თ ! პირდაპირ გვიბიძგებთ უკანონობისკენ და გვევაჭრებით ან ასე უნდა ქნათ ან არადა დავიწყეთ ევროპაო!

ჩვენ ვართ ევროპა და ვერანაირად ვერ დავივიწყებთ მას, რადგან ღმერთმა ასე ინება, რადგან ჩვენს ტრადიციაში, ენაში და მენტალობაში დევს ის, რაც თქვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის მთავარი ღირებულებაა”, – წერს სოციალურ ქსელში სულხან გოგოლაშვილი.

კომენტარები