მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გვეშინია სახლის ნანგრევებში არ მოჰყვეს” – ვანში მარტოხელა მამაკაცი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

“გვეშინია სახლის ნანგრევებში არ მოჰყვეს” – ვანში მარტოხელა მამაკაცი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში მარტოხელა მამაკაცი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

50 წლის გია დვალიშვილის საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად დანგრეულია.

მეზობლები იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ხელისუფლებიდან არავინ ეხმარება.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახლი, სადაც ცხოვრობს, ფაქტობრივად ინგრევა. მეშინია სახლი თავზე არ ჩამოენგრას და მსხვერპლით არ დასრულდეს. ვის არ მივმართეთ, ვის არ ვუთხარით, მაგრამ ხელისუფლებიდან ყურადღებას არავინ აქცევს”, – აცხადებს გია დვალიშვილის ნათესავი.

 

კომენტარები