სამტრედიაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ტელეფონის ქურდობას ედავებიან.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამაზ ხელაძეს ეს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.
დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი.
“პირველი იანვარი რომ თენდებოდა მაშინ დააკავეს, იმის შემდეგ ურტყამენ, რომ ტელეფონის ქურდობა აღიაროს, მაგრამ არარსებული დანაშაული როგორ შეიძლება ადამიანმა რომ დაიბრალოს. სამტრედიაში რომ სამართალი არ არსებობს ეს კი ვიცოდი, მაგრამ ქვეყანაშიც აღარ არსებობს”, – განაცხადა “ინფო იმერეთთან” საუბრისას დაკავებულის ახლობელმა.
კომენტარები