მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცენტრალური პარკი წყალტუბოს სავიზიტო ბარათია” – მერის განცხადება და რეალური ვითარება

“ცენტრალური პარკი წყალტუბოს სავიზიტო ბარათია” – მერის განცხადება და რეალური ვითარება

იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი სოციალურ ქსელში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული ვითარების შესახებ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტომასალაში ჩანს, რომ ადგილზე ძელსკამები დაზიანებულია, სანაგვე ურნები დამტვრეულია, სარეველა ბალახები კი გაუთიბავი.

თემურ ცამციშვილი ასევე წყალტუბოს მერის გენადი ბალანჩივაძის გაკეთებულ განცხადებასაც ავრცელებს, სადაც საკურორტო ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს პარკი ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათი იქნება.

“წყალტუბოს ცენტრალური პარკი საფეხმავლო ბილიკებით, წყლის არხებით, ხიდებითა და ულამაზესი ხეივნებით, მარადმწვანე და იშვიათი ხეებით, დეკორატიული ყვავილნარებით ქმნის შესანიშნავ გარემოს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე აქ ჩამოსული უცხოელი სტუმრებისა და დამსვენებლებისთვის. ცენტრალური პარკი წყალტუბოს სავიზიტო ბარათია, ამიტომ გაკეთდება ყველაფერი მისი განახლებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობისთვის. უკვე დავიწყეთ მუშაობა ყველა რეკრეაციული ზონის მოწესრიგების მიმართულებით’’, – აცხადებდა წყალტუბოს მერი 2022 წელს.

 

კომენტარები