საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 42 200 ადამიანი ცხოვრობს.
2021 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 43 400 შეადგენდა, 2020 წელს 44 000 -ს, 2019 წელს 45 000 ადამიანს.
2012 წელს სამტრედიაში 49 800 ადამიანი ცხოვრობდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველდღიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სტატისტიკას წარმოგიდგენთ.
მკითხველმა უკვე წაიკითხა ქუთაისში, ვანსა და ხარაგაულში არსებული მდგომარეობა, სადაც სამტრედიის მსგავსად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებშიც მოსახლეობის დრამატული კლება აღინიშნება.
კომენტარები