მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლენტეხში ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ლენტეხში ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად, სოციალურად დაუცველი ლიპარტელიანების  შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

“ოჯახში ცხოვრობს 4 მცირეწლოვანი ბავშვი, 11 წლის ტყუპი, 13 და 14 წლის მოზარდები, დედა ავადმყოფი, ბებია-ბაბუა ღრმად მოხუცებული. დარჩნენ მკაცრი ზამთრის წინაშე სრულიად უსახსროდ და უსახსროდ.

ამ ოჯახს არ აქვს არსად წასასვლელი. ოჯახს არსებობისთვის ესაჭიროება ელემენტარული საკვები და ტანსაცმელი, არის უკიდურესად მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ვისაც რა შეგვიძლია დავეხმაროთ. გამოვიჩინოთ გულისხმიერება, რომ ოჯახს რამდენიმე დღის საკვები მაინც შევუძინოთ.

მათ ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით. 1 ლარიც კი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

TBC BANK

მიმღები: ჩემი რეგიონი

#GE06TB7226536080100010

GE06TB7226536080100010”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები