მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

NDI – გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

NDI – გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით,  საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი – დიახ, 6 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

იგივე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56 პროცენტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39 პროცენტი – დიახს, 4 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 2 პროცენტი იყო.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

კომენტარები