მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 60 თეთრამდე მოიმატებს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 60 თეთრამდე მოიმატებს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება.

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ტრანსპორტის მომსახურების საფასურის 50%-ით გაძვირებაზე იმსჯელებენ.

დღემდე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი იყო, ოცნების ხელისუფლება კი 60 თეთრის დაწესებას გეგმავს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ამ ინიციატივას დაამტკიცებს ქალაქში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება, ხალხი კი კიდევ უფრო გაღარიბდება.

კომენტარები