მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილმა “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში ტრანსპორტის მომსახურების საფასურის 50 %-ით გაძვირებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო.

დღემდე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი იყო, “ოცნების” ხელისუფლებამ კი 60 თეთრი დააწესა.

მგზავრობის გაძვირებას “ქართული ოცნების” 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა თავი შეიკავა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, თუმცა აცხადებენ, რომ ქალაქში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომენტარები