ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების ზრდას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგა შუშანია ეხმაურება.
მისი თქმით, იმ დროს, როცა ქალაქში უკიდურესი სიღარიბეა, ტრანსპორით მგზავრობის ღირებულების ტარიფის ზრდა, მოსახლეობის საწინააღმდეგო ქმედებაა.
“მაშინ, როდესაც გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი შიმშილობს, ყოველი მე-3 ადამიანი გაქცევაზე ფიქრობს ამ ქალაქიდან და ამ ქვეყნიდან, ამ დროს მგზავრობის ღირებულების ტარიფის ზრდა ეს არის შენი ქალაქის საწინააღმდეგო მოქმედება. ეს “საჩუქარი” გაუკეთა ქუთაისის მერმა ქუთაისელებს”, – აცხადებს გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით ტრანსპორტზე ფასის ზრდა დაამტკიცა.
კომენტარები