მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პური ვიყიდოთ და შიმშილისგან არ შევწუხდეთ თუ ვიმგზავროთ, აი, ამ არჩევნის წინაშე ვართ ქუთაისელები”

“პური ვიყიდოთ და შიმშილისგან არ შევწუხდეთ თუ ვიმგზავროთ, აი, ამ არჩევნის წინაშე ვართ ქუთაისელები”

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაძვირებული მგზავრობის საკითხს მოსახლეობა ისევ აქტიურად განიხილავს.

ქუთაისში მცხოვრებლები უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, გადაწყვეტილება შეცვალონ.

“ხელისუფლებამ იცით რისი არჩევანის წინაშე დაგვაყენა? პური ვიყიდოთ და შიმშილისგან არ შევწუხდეთ თუ ვიმგზავროთ. აი, ასეთი მთავრობა გვყავს ჩვენს. ნეტა არ შერცხვათ ხელი რომ აწიეს და დაამტკიცეს ეს ინიციატივა?!”- ამბობს ადგილობრივი ნელი კაპანაძე.

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება 50%-ით გაძვირდა. რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური კრიზისის მიუხედავად ტარიფის მატება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კომენტარები