მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიას საპატიო სიგელებს უბრუნებს

ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიას საპატიო სიგელებს უბრუნებს

ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიას, მისთვის სხვადასხვა დროს გადაცემულ ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელებს უბრუნებს.

არქიტექტორის თქმით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს.

დვალიშვილის განცხადებით, სიგელებს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს თუ მუზეუმის რეკონსტრუქცია სწორი მიმართულებით წარიმართება.

ყოფილი მუზეუმის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და ბანერზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 2023 წლის 15 თებერვალს უნდა დასრულდეს, თუმცა რეკონსტრუქციის დროს შენობის დიდი ნაწილი დაინგრა და ამიტომ რეაბილიტაციის დასრულება თებერვალში ვერ მოხდება.

კომენტარები