მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი

მიხეილ სააკაშვილი – ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი

დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდან” გავრცელებულ წერილში წერს.

“მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები