ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით იწვევდნენ თანაგრძნობას. ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება, გამორიცხულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.
“ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები