მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მშვენიერი მანქანაა, ახალია, ეკონომიურია” – ქუთაისის მერი 118 000-ლარიან ავტომობილზე

“მშვენიერი მანქანაა, ახალია, ეკონომიურია” – ქუთაისის მერი 118 000-ლარიან ავტომობილზე

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ახალი ავტომობილის შეძენაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ახალი მანქანა “ეკონომიური და კომფორტულია”.

“მშვენიერი მანქანაა, ახალია, ეკონომიურია. საჭირო იყო,  როცა  ქუთაისიდან სხვაგან მივდივართ საჭიროა, მაღალი გამავლობის მანქანა. თვითმმართველობას სჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა”, – განაცხადა იოსებ  ხახალეიშვილმა.

ტენდერი ავტომობილზე  ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბიუჯეტიდან მანქანის  შესაძენად 118 211 ლარი გამოყო.

ინფო იმერეთი” ქალაქის მერიის მიერ ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ რამდენიმე კვირაა წერს, თუმცა პრესსამსახურში არ ადასტურებდნენ, თუ ვის მოემსახურებოდა ახალი მანქანა.

კომენტარები