კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ.
30 დასაქმებული დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
ისინი ხელფასის 30%-იან მატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.
კომპანიაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარები