მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

თეა წულუკიანი – როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

თეა წულუკიანი – როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

სანამ ამათი განადგურება არ მოხდება ბოლომდე, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

“მე მიშაზე და “ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ და ვიქნები. მე სტრასბურგში მივატოვე ძალიან კარგი სამსახური. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში, კილიმანჯაროზე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, როგორც კი მოხდა დიდი ვარდების დიდი რევოლუცია, ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო და მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ იმას გავაკეთებ.

სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება, ამას სულ არ მრცხვენია, რომ ვამბობ, სანამ ამათი განადგურება არ მოხდება ბოლომდე, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ”, – განაცხადა წულუკიანმა “პოსტივის” ეთერში.

კომენტარები