კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.
კომპანიაში დასაქმებულები უკვე 7 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.
30 დასაქმებული დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
ისინი ხელფასის 30%-იან მატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.
კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსში“კი აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესი გაფიცულ თანამშრომლებთან არ დასრულებულა და გრძელდება.
კომენტარები