ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: “მთავარი”
კომენტარები