ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ქალაქში მოსული უხვი ნალექის შემდეგ ის ელოდა, რომ “თანაქალაქელები თოვლისგან მის სკუპლტურას შექმნიდნენ”.
“მინდა მოგვიანებით გამოვეხმაურო ქუთაისში თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლის დროს დაწყებულ შემოქმედებით ისტერიას, რა დროსაც ქალაქში თოვლის უამრავი ქანდაკება გაჩნდა. მე გულუბრყვილოს და ალალს, ბოლომდე მეგონა ვინმე ჩემს სკულპტურასაც შექმნიდა. არ დაგიმალავთ კიდევ ერთხელ გული გამიცრუვდა ჩემს უმადურ ქალაქზე. თქვენ ხო ის ქალაქი ხართ ნიკო ნიკოლაძე რომ გააგდო ქალაქიდან, ხოლო აკაკი საკრებულოში არ აირჩია. ვერასოდეს ეღირსები ჩემს ძვლებს უმადურო ქუთაისო! ძალიან კარგი რომ წვიმს და დაადნო თქვენი თოვლის ბაბუები, თავის ბოზი დაქალებით!”, – წერს სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე.
კომენტარები