საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამჟამად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
კომენტარები