ქუთაისში, წინასწარ შერჩეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ე.წ. “QR კოდები” განთავსდა.
შეიქმნა აპლიკაცია “ქუთაისი“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია QR კოდების გახსნა და წაკითხვა, ანდროიდების და სმარტფონების გამოყენებით.
ამ ეტაპზე QR კოდები განთავსებულია 46 ძეგლზე, როგორც საჯარო შენობებზე, ასევე კერძო სახლებსა და ხიდებზე.
პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და მათი დაცვა.
კომენტარები