მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახლადაშენებული და გაუხსნილი ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელიც მდინარეში ჩავარდნას შემთხვევით გადაურჩა.
ადგილზე ამ დროისთვის პერიმეტრი გადაკეტილია და მედიას ჩანგრეულ ხიდამდე მისვლის საშუალება არ ეძლევა.
კომენტარები