ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებამ თოვლი მხოლოდ იმ სოფლებსა და უბნებში გაწმინდა, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან.
“სოფელ ლახუნდარაში კატასტროფა ხდება. ხელისუფლებამ სახელისუფლებო მხარდამჭერების უბნები გაწმინდა, იქ სადაც კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ცხოვრობენ, სტიქიის პირისპირ მარტო დატოვეს. მამიდაჩემთან ჩამოვედი და საცოდავი ქალი ლაფათით ხელში წმენდს გზას, რა ქნას, ხელისუფლებამ ის მიატოვა”, – აცხადებს თორნიკე ნინიკაშვილი.
კომენტარები