მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამი არასრულწლოვანი ნიღბებით მივარდა” – შემთხვევა ქუთაისში

“სამი არასრულწლოვანი ნიღბებით მივარდა” – შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში მცხოვრები პირი ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

მისი თქმით, სამმა ნიღბიანმა არასრულწლოვანმა ბოშას იმ მომენტისთვის შეგროვებული თანხა გასტაცა.

“დღეს მეტად სერიოზულ და საშიშ ფაქტს წავაწყდი თეთრ ხიდდან, კერძოდ, Best საშაურმე რომ არის იქ. 3 არასრულწლოვანი, ნიღბებით მივარდა ე.წ. “ციგანთან” და ჩანთა და რაღაცები წაართვეს. რა თქმა უნდა, პოლიცია ახლომახლო არსად იყო.

მოკლედ რაღაც კანონი უნდა არსებობდეს. ხვალ შეიძლება მე ან ნებისმიერი ჩვენგანი იყოს მსგავსი მსხვერპლი. მშვიდ ქალაქში მინდა ცხოვრება და მშვიდად მინდა, რომ გარეთ ჩემთვის ვისეირნო”, – წერს მოქალაქე ჯგუფში “სიახლე ქუთაისში”.

კომენტარები